GE

ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გახსნეს უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა პროფ. ზვიად გაბისონიამ, პროფ. იოსტ გიპერტმა და პროფ. მანანა თანდაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” უცხოენოვანი თარგმანების შეგროვება კავკასიოლოგიის კათედრის ხელძღვანელის, პროფესორ მანანა თანდაშვილის ინიციატივით ორი წლის წინ დაიწყო. სამინისტროს ცნობით, დღეისათვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია რეგისტირირებული. ამჟამად კათედრაზე მიმდინარეობს “ვეფხისტყაოსნის” თარგმანების პარალელური კორპუსის შექმნა, რომელშიც ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის სტუდენტები არიან ჩართული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური