GE

ფრენბურთელ ქალთა სტუდენტურ ჩემპიონატზე ილიაუნის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა

დასრულდა ფრენბურთელ ქალთა სტუდენტური ჩემპიონატი, რომელშიც ილიაუნის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.

უნივერსიტეტის ცნობით, მიმდინარე სეზონში გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა და, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ჩამოყალიბდა. მიუხედავად ამისა, გოგონათა გუნდი ნახევარფინალამდე დაუმარცხებლად მივიდა, თუმცა ნახევარფინალში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ნახევარფინალში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაამარცხა. მესამე ადგილისთვის ბრძოლა 12 ივლისს გაიმართა კიევის ქუჩაზე მდებარე ვ. კაჭავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში, სადაც ილიაუნის ფრენბურთელ ქალთა გუნდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამაჯერებლად ,2:0, დაამარცხა.

ამ მატჩით ფრენბურთელ ქალთა გუნდმა მიმდინარე სეზონი დაასრულა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მომავალ წელს განაგრძობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური