GE

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდობის საჭიროებები შეისწავლეს

28 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ახალგაზრდობის საჭიროებებზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მომზადებულ კვლევას გაეცნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ უფროსი მკვლევარის, კესო ესებუას მიერ წარდგენილი პრეზენტაცია, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდობის გამოწვევებს მოიცავს. როგორც კვლევის ავტორმა აღნიშნა, საკვლევი სამუშაოები თბილისსა და კიდევ ათ რეგიონში მიმდინარეობდა.

კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, მოყვანილი ფაქტები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური