GE

ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევები 8 მილიონი ლარით დაფინანსდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოაცხადა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კონკურსი უპრეცედენტოდ მაღალი თანხით, 8 მლნ ლარით ფინანსდება და მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს, რომლებიც ევროპული კვლევების საბჭოს კლასიფიკაციითაა დადგენილი.

„ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი და საინფორმაციო-ტექნოლოგიური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ კონკურსის მთავარ ამოცანას წარმოდგენს ახალი იდეებისა და კონცეფციების შესწავლა-ანალიზი. ამასთანავე, კონკურსი ხელს შუწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და ინტერნაციონალიზაციას. სამეცნიერო პროექტებში ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციის ასამაღლებლად გაჩნდა ახალი ბერკეტები, გაიზარდა ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება, რაც სხვადასხვა თაობის მეცნიერთა აქტიური თანამშრომლობისთვის დამატებითი მოტივაციაა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განახლებული კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროექტები საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასდება. ამასთან, შეიცვალა არა მხოლოდ კონკურსის დებულება, არამედ საკონკურსო პირობები და სამეცნიერო პროექტების შეფასების კრიტერიუმები.

2-მილიონამდე ღირებულების დაუსაბუთებელი პროექტები და 20-ათასიანი სამივლინებო ხარჯი – აუდიტმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის 2017-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა

რა ოდენობით სამეცნიერო გრანტის მიღების უფლება ენიჭებათ ახალგაზრდა მეცნიერებს და როგორი იქნება კრიტერიუმები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური