GE

გაცვლითი პროგრამები პოლონეთში გრიგოლ რობაქიძის უნივერსტეტის სტუდენტებისთვის

იან კოხონოვსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, აგრძელებს თანამშრომლობას გრიგოლ რობაქიძის უნივერსტეტთან და სტუდენტებს სთავაზობს ორ გაცვლით პროგრამას:

Erasmus+ -ის ფარგლებში, რომელიც მოიცავს სრულ დაფინანსებას, როგორც სწავლის, ისე სამოგზაურო და ცხოვრების ხარჯებს;
დამოუკიდებელი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც აფინანსებს მხოლოდ სწავლას.

Erasmus + -ის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:

ბიზნესისა და მართვის სკოლის ყველა მიმართულების სტუდენტს;
ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის მხოლოდ ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს.

მეორე პროგრამაში ჩართვა, რომელიც აფინანსებს მხოლოდ სწავლას, შეუძლიათ შემდეგი მიმართულებების სტუდენტებს:

მედიცინა;
ბიზნესი და მართვა;
ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები (ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა და მას. კომუნიკაცია)

აუცილებელი მოთხოვნა: სტუდენტი უნდა ფლობდეს B 2 დონის ინგლისურს და ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა 24 ივნისის ჩათვლით უნდა განაცხადონ მეილზე: international@gruni.edu.ge

ინგლისურ ენაში გასაუბრება დაიგეგმება ინდივიდუალურად ონლაინ ფორმატით, Zoom -ის ან Google meet, პლატფორმის საშუალებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური