GE

გადააყენებს თუ არა ჯეჯელავას პრემიერ-მინისტრი ხვალ გახდება ცნობილი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. მისი გადაყენების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შესაძლოა მინისტრთა კაბინეტი სწორედ განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა დატოვონ.

გარდა ამისა, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება. ამასთან, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს კი, გადაადგილება შეეხებათ.

შეგახსენებთ რომ ალექსანდე ჯეჯელავამ მინისტრის პოსტი 2016 წლის ივნისის თვეში დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე თამარ სანიკიძე ჩაანაცვლა.

ალესანდრე ჯეჯელავას თქმით, მინისტრობა მის გეგმებში არ შედიოდა, თუმცა მეგობარს, გიორგი კვირიკაშვილს, მისი დარწმუნება არ გასჭირვებია.

„როცა ეს სამსახური შემომთავაზეს, არ ვგეგმავდი, მართალი რომ გითხრათ და უარიც ვუთხარი პრემიერს –„თუ არ გეწყინება, მინისტრობაზე უარს გეტყვი“. იმიტომ, რომ სხვა გეგმები მქონდა. სხვა მიმართულებით ვიყურებოდი. მითხრა, რომ მე არ მეწყინება, მაგრამ შენ მერე არსად არ თქვა, რომ გედარდებოდაო.

„ბევრი ვიფიქრე. სხვათა შორის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებსაც დავეკითხე და ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა: ეს შენ გგონია, რომ სამსახურს გთავაზობენ, სინამდვილეში სამშობლო გიხმობსო. ორი ასეთი  სიტყვის მერე ძალიან გართულდა უარის თქმა და შედეგს კი ხედავთ, აგერ ვარ თქვენ წინ.

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვფიქრობდი, რომ დამეწყო ეს სამსახური, შეეხებოდა პედაგოგებთან დამოკიდებულებას. მე ძალიან მიხარია, ვთქვა, რომ ჩემი და პრემიერის მოსაზრება პირველივე დღიდან ემთხვეოდა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

რატომ დათანხმდა განათლების მინისტრობას ალექსანდრე ჯეჯელავა – მინისტრის კომენტარი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური