გაგრძელდება თუ არა აკადემიური შვებულებიდან დაბრუნებული სტუდენტის დაფინანსება შეუფერხებლად
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომლის სწავლასაც მთავრობა აფინანსებს, აკადემიური შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, დაფინანსების კუთხით შეფერხება არ ექნება.
EDU.ARIS.GE-მ განათლების მინისტრს 24 აგვისტოს დაუსვა შეკითხვა – რა ხდება, თუკი სწავლის შესაბამის ეტაპზე სტუდენტი აიღებს აკადემიურ შვებულებას – მისი დაფინანსება ისევ გაგრძელდება უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ შეფერხების გარეშე, თუ იცვლება რამე? გივი მიქანაძისგან ასეთი პასუხი მივიღეთ:
„არანაირი პრობლემა არ იქნება. აკადემიური შვებულება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს შესაბამისი არგუმენტებით გამტკიცებული. როდესაც სტუდენტი აკადემიური შვებულებიდან დაბრუნდება, სასწავლო პროცესს გააგრძელებს იმავე ფორმატში, იმ კრედიტებიდან გამომდინარე, რასაც ის დააგროვებს. პირველი-ორი სემესტრი არის მთლიანად უფასო და შემდეგ კრედიტების მინიმუმ 80% უნდა დააგროვოს, რომ მესამე სემესტრში 100%-იანი დაფინანასება შეუნარჩუნდეს. და შედეგ უკვე ყოველი სემესტრის შედეგებზე… [ყოველ სემესტრზე გავრცელდება ანალოგიური პრინციპი]“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ასევე იხილეთ:
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
-
სასკოლო ფორმა თუ უფასო კვების პროგრამა? – რომელი და რატომ (არ) არის პრიორიტეტული მასწავლებლებისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტში მეორადი ჩარიცხვები ერთჯერადად ბრუნდება – განათლების მინისტრის ბრიფინგი (ვიდეო)
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები, გათანაბრებული ქულები და მაგისტრანტების სია
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე