GE

„გაგვაცანი შენი სკოლა“ IBSU-ს ვიდეო კონკურსი მე-10, მე-11, მე-12 კლასელებისთვის დაიწყო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მე-10, მე-11, მე-12 კლასელებისთვის ვიდეო კონკურსს აცხადებს.

თუ ხარ კრეატიული, გაქვს საინტერესო იდეები და გგონია, რომ შენს სკოლაში ისეთი ამბები ხდება, რომ სხვებსაც გსურს გაუზიარო; ამასთან, ფულად პრიზსა და 50%-იან საგრანტო ვაუჩერზეც არ იტყოდი უარს, მაშინ მიიღე მონაწილეობა იბსუ-ს ახალ ვიდეო კონკურსში. ჩვენ საინტერესო ნამუშევრების მოლოდინი გვაქვს.

კონკურსში მონაწილეობის წესები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეგიძლია, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, – თანასკოლელებისგან დაკომპლექტებული გუნდით (მაქსიმუმ 5 მოსწავლე).

აირჩიე შემოთავაზებული თემიდან ერთ-ერთი, რომელიც შენი სკოლის საუკეთესო მხარეს წარმოაჩენს, გადაიღე (მობილურით, სამოყვარულო ან პროფესიონალური კამერით) მაქსიმუმ 3-დან 4 წუთამდე ვიდეო შემდეგ საკითხებზე:

ჩემი სკოლის ერთი დღე

ღია გაკვეთილი სკოლაში

თანასწორობა/ტოლერანტობა ჩემს სკოლაში

ინკლუზიური განათლება ჩემს სკოლაში

ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემს სკოლაში

თავისუფალი თემა

გადაღებული ვიდეო ატვირთე youtube – ის არხზე გამოგვიგზავნე ბმული მითითებულ გრაფაში.

პრიზები

პირველი ადგილი – 1000 ლარი

მეორე ადგილი – 700 ლარი

მესამე ადგილი – 500 ლარი

გუნდის ლიდერები, ასევე, დასაჩუქრდებიან ბიბლუსის 100-ლარიანი ვაუჩერებით.

ვიდეოს ატვირთვის ბოლო ვადა (დედლაინი) – 16 მარტი, 18:00 სთ.

სარეგისტრაციო ბმული: https://abiturienti.ibsu.edu.ge/registration/

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური