GE

გამოაქვეყნე სტატია “ქართული სამართლის ჟურნალში”!

ახალი შესაძლებლობა გლობალურ გარემოში. გამოაქვეყნე სტატია ანონიმურად რეცენზირებად ჟურნალში და ხელი შეუწყვე სამეცნიერო დისკუსიას საქართველოსა და ნორვეგიაში!

2017 წლის პირველი გამოცემის წარმატებული გამოქვეყნების შემდეგ, “ქართული სამართლის ჟურნალის” სარედაქციო კოლეგია აცხადებს სტატიების მიღებას მეორე ნომრისთვის. სტატიები უნდა შეესაბამებოდეს ჟურნალის მისიას :

საქართველოს ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, იურიდიული კულტურისა და სამართლებრივი განათლების ევროპული პროცესის, და ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენების ექსპერტიზის საშუალებით.

დაახლოებით 3000 სიტყვის მოცულობის სტატია უნდა გადაეგზავნოს სარედაქციო კოლეგიას შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: editors@georgianlawjournal.org არა უგვიანეს 2018 წლის 30 ივნისისა.

წარმოდგენილი სტატიები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

სტატიის ენა:  მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი ორენოვანია, სტატიის წარმოდგენა უმჯობესია მოხდეს ინგლისურად. მიუხედავად ამისა, სტატიის პუბლიკაციისთვის შერჩევის შემთხვევაში, ჟურნალი სტატიას თარგმნის ინგლისურად.

სიტყვათა რაოდენობა: სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას, სქოლიოს, შემოკლებების და ავტორის შესახებ დეტალების ჩათვლით.

სტილი:

  • ფორმატი: ყველა სტატია უნდა იქნას წარმოდგენილი Microsoft Word ფორმატში.
  • ფონტი: Times New Roman 12, ძირითადი ტექსტი დაშორება ხაზებს შორის ორმაგი, სქოლიო Times New Roman, 10, დაშორება ხაზებს შორის ერთი
  • სათაური: გთხოვთ, მიუთითოთ სტატიის და სტატიის ნაწილების დასათაურების დონე თქვენს სტატიაში
  • პირველი დონის დასათაურება (მაგ. შესავალი, დასკვნა) უნდა იყოს მსხვილი შრიფტით, ხაზზე, პირველი არსებითი სახელი იწყება დიდი ასოთი. პირველი დონის სათაურები უნდა დაინომროს, როგორც, 1,2,3, და აშ.
  • მეორე დონის დასათაურება უნდა იყოს მსხვილი, დახრილი შრიფტით, ხაზზე პირველი არსებითი სახელი დიდი ასოთი. მეორე დონის დასათაურება უნდა დაინომროს როგორც, 1.1,1.2,1.3 და ა.შ.
  • მესამე დონის დასათაურება უნდა იყოს დახრილი შრიფტით, საწყისი არსებითი სახელი დიდი ასოთი. მესამე დონის დასათაურება უნდა დაინომროს, როგორც 1.1.1, 1.1.2, 1.1.3 და ა.შ.

ლიტერატურა: გამოიყენეთ ოქსფორდის სტილის მითითება. მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://guides.is.uwa.edu.au/ld.php?content_id=14872881

გთხოვთ, ლიტერატურა მიუთითოთ სქოლიოში.

ავტორის დეტალები: გთხოვთ, დაამატოთ ყველა ავტორის სრული სახელწოდება, აკადემიური ხარისხი, შენიშვნები და ელ.ფოსტის მისამართები.

აბსტრაქტი: სტატიას უნდა ერთვოდეს არაუმეტეს 300 სიტყვის აბსტრაქტი. შესაბამისი მინიშნება შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://authorservices.taylorandfrancis.com/abstracts-and-titles/

დამატებითი ინფორმაცია ქართული სამართლის ჟურნალისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.genolaw.org

გისურვებთ წარმატებას

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm