GE

გამოცდაზე გასული სპეციალური მასწავლებლები განათლების მინისტრსა და მოადგილეს მიმართავენ – „ტესტებში იყო შეცდომებიც“

წელს პირველად ჩატარებული სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასული სპეცმასწავლებლების ნაწილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს და მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძეს მიმართავს და მათგან რეაგირებას ელის.

წერილში, რომელიც EDU.ARIS.GE-მ ათ ოქტომბერს მიიღო, დაფიქსირებულია, როგორც ვწერილის ავტორების თხოვნა, ასევე მათი გვარსახელები და განმარტებულია ის მიზეზებიც, რამაც სპეცმასწავლებლებს სამინისტროსთვის განცხადებით მიმართვა გააბედინა. EDU.ARIS.GE სპეციალური მასწავლებლების წერილს უცვლელად გთავაზობთ:

მოქმედი სპეციალური მასწავლებლების კოლექტიური განცხადება

ქალბატონო ეკა, ჩვენმა რამდენიმე წლიანმა საქმიანობამ ინკლუზიური განათლების სფეროში, გამოცდილებამ, სოციალურმა უნარ-ჩვევებმა და იმ პიროვნულმა თვისებებმა მოგვცა საფუძველი იმისა, რომ ვიფიქროთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის სსსმ და შშმ პირებისთვის. ჩვენი მუშაობა აღნიშნულ პირებს სამომავლოდ დაეხმარება გახდნენ სრულფასოვანი საქართველოს მოქალაქეები. ამ რამდენიმე წლიანმა მუშაობამ აღნიშნულ სფეროში მოგვცა მნიშვნელოვანი გამოცდილება, გამოგვევლინა სსსმ და შშმ პირების ძლიერი მხარეები და საჭიროებები. ყოველივე ამის შემდეგ ჩვენ, იმ სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებსაც 60%-იანი ბარიერის გადალახვისას მხოლოდ 0.5 ქულა დაგვაკლდა, უნდა იყოს გათვალისწინებული რამდენიმე ფაქტორი:

1. წელს პირველად ჩატარდა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ტესტებს არც ვიცნობდით, არც ვიცოდით როგორი სახის კითხვები იქნებოდა, გამოცდაზე იყო ორი ვარიანტი, რომელთაგან უფრო რთული იყო I ვარიანტი, იქიდან გამომდინარე რომ არ ვიცოდით როგორი სახის კითხვები იქნებოდა, ჩვენ დაზარალებული აღმოვჩნდით II ვარიანტთან შედარებით, რადგან ვისაც II ვარიანტის დაწერა მოუწია მათ იცოდნენ როგორი კითხვები იქნებოდა, ამასთან II ვარიანტი ბევრად მარტივი იყო I-თან შედარებით,გამოცდის მერე სხადასხვა ჯგუფში განხილულ იქნა ტესტიდან თითქმის ყველა კითხვა, რამდენიმე კითხვა განმეორდა II ვარიანტშიც. I ვარიანტის სირთულიდან გამომდინარე, გთხოვთ, ჩვენ მიმართ გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოხდეს გათანაბრება ვარიანტების, 0.5 ქულის დაკლების გამო რომ არ დავრჩეთ სტატუსის გარეშე.

2. ტესტებში კითხვები იყო ბუნდოვანი, ორაზროვანი, იყო შეცდომებიც გაპარული, რაც ხელს გვიშლიდა სწორი პასუხის შერჩევაში. გამოცდა იქიდან გამომდინარე რომ პირველად ჩატარდა, უმრავლესობამ პასუხების ფურცელზე გადატანის დროს დავუშვით მექანიკური შეცდომა, რაც დაგვერწმუნეთ, მღელვარებისა და ზედმეტი ემოციების ბრალი იყო.

3. აქ არ არის საუბარი 1 ან 2 ქულაზე, აქ საუბარია 0.5 ქულაზე, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მასწავლებლის ცოდნის დაბალ დონეს, ეს ნახევარი (0.5) ქულა, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ მხოლოდ გასარკვევად დაწერილი ტექსტის გამო გვეკუთვნოდა, რაც შეფასების კრიტერიუმებში მკაფიოდ იყო მითითებული.

ბ-ნ მინისტრო, ველით თქვენგან გამოხმაურებას და ჩვენს თხოვნაზე დადებით პასუხს. გვაქვს თქვენი თანადგომის იმედი, რომ 32,4-ის ნაცვლად 32 ქულა ჩაითვალოს ბარიერგადალახულად.

პატივისცემით: სპეციალური მასწავლებლები.

1. ანა ძოძუაშვილი
2. ეკა სოსელია
3. ეკატერინე გურაშვილი
4. ეთერ ცხვარიაშვილი
5. მაია გიგიტაშვილი
6. ირინე მიქავა
7. ლალი კობერიძე
8. ლელა ფერაძე
9. მადონა გუმბერიძე
10. მაია ლაგურაშვილი
11. მარინე ნოზაძე
12. ნანა რობაქიძე
13. ნანა ვარდიაშვილი
14. ნათია ტყებუჩავა
15. ნინო ბენდელიანი
16. ნინო ლომთათიძე
17. ნათია ყალიჩავა
18. თამუნა სახვაძე
19. სალომე ბალანჩივაძე
20. თამუნა თავზარაშვილი
21. მაია ქაფიაშვილი
22. მანანა ივანაშვილი
23. მარეხ ლუტიძე
24. მარი შარაბიძე
25. მარიამ გოცირიძე
26. მზია შერვაშიძე
27. ნათია აჩელაშვილი
28. ნათია ჩხაიძე
29. ნინო გოგიჩაშვილი
30. სოფო ჩუბინიძე
31. თეა შაველაშვილი
32. თეონა თუთისანი
33. ხათუნა ჩუბუნიძე
34. ეკატერინე პერტახია
35. მაია ივანიძე
36. თეონა მორჩილაძე
37. ლია ცეცხლაძე
38. მაია ტყეშელაშვილი
39. მანანა გეჯაძე.

EDU.ARIS.GE თვალს მიადევნებს, ექნება თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპეცმასწავლებლების ამ თხოვნაზე რეაგირება.

ასევე იხილეთ:

„სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ყოველწლიურად ჩატარდება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური