გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი სკოლადამთავრებულებს მიმართავს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე, XII კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს:
“დღეს ბოლო ზარია!
მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას.
ვიცი, რომ გამოცდების მოახლოებასთან ერთად თქვენი მღელვარებაც მატულობს. ჩვენ, მთელი გუნდი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მაქსიმალურად ვზრუნავთ იმაზე, რომ თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობის სრულად გამოვლენა შეძლოს.
მჯერა, რომ შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას და ქვეყნის მომავლის შენებაში საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.
გისურვებთ წარმატებებს!”, – მიმართავს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი სკოლადამთავრებულებს.
ასევე იხილეთ:
პრემიერ-მინისტრი XII კლასელებს: მჯერა, თქვენს სათქმელს იტყვით
-
ნუ აურევთ დავალებების ნომრებს – „ნაეკის“ რჩევები აზერბაიჯანული და სომხური ენების პედაგოგთა საგნის გამოცდაზე გამსვლელებს by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
როგორ ამოვბეჭდოთ 2022 წლის საგამოცდო ბარათი – ვიდეო ინსტრუქცია by აბიტურიენტებისათვის
-
წელს 90 000-მდე გამოსაცდელია – გამოცდების ცენტრი საგამოცდო მზადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს by აბიტურიენტებისათვის