GE

ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისთვის ინტერნეტ რეგისტრაცია დაიწყო

ფოტო –
1777

2012 წელს ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის, ასევე ინგლისურისა და კომპიუტერის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ექსპერიმენტული ნაწილისათვის რეგისტრაციას აპლიკანტები მხოლოდ ინტერნეტით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან www.naec.ge

აბიტურიენტთა, მაგისტრანტობის კანდიდატთა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს 6 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის, ასევე ინგლისურისა და კომპიუტერის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ექსპერიმენტული ნაწილისათვის რეგისტრაცია იწარმოებს 13 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური