GE

გამოცდებისთვის შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურები – გამოცდები 2018

2018 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით იწარმოებს მისამართზე ქ. თბილისში მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან – 18:00 სთ-მდე და რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

– აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

– იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).

განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:

– ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება.

იხილეთ განაცხადის ფორმა

გაითვალისწინეთ!

იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციო საფასური გადახდილია:

  • საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
  • გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით,) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.

საფასური სრულად ბრუნდება:

  • თუ პირი არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში  ან  2018 წლის 15 მაისის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
  • თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის;
  • თუ აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს;
  • თუ პედაგოგმა ან მასწავლებლობის მსურველმა არ გაიარა რეგისტრაცია დადგენილ ვადებში, ან 30 მარტის 18:00 საათამდე უარი განაცხადა კომპეტენციის დადასტურებაში/გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური