GE

განაცხადის შეტანის ვადა დღეს იწურება – როდის დაუბრუნდებათ 2022 წლის აბიტურიენტებს აპელაციისთვის გადახდილი თანხა

ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განცხადების შეტანის ვადა დღეს, 26 სექტემბერს 18:00 საათზე იწურება.

როგორც ცნობილია, 2022 წლის იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, განცხადების საფუძველზე აპელაციისათვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

აბიტურიენტებს განცხადებების შეტანის უფლება 26 აგვისტოდან ჰქონდათ და აინტერესებთ როდის დაიბრუნებენ 50 ლარს. აღნიშნული კითხვის პასუხად, EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დღეს დაუდასტურეს, რომ თანხა აბიტურიენტების მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური