GE

განათლება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა – შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტში

ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წამომადგენლებმა შემხვედრა გამართეს.

მისი მიზანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორ-მასწავლებლებისთვის კანონმდებლობის გაცნობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობისა და ინსპექტორის როლის შესახებ ინფორმირებაა.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება უმაღლეს სასწავლებლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე გაამახვილეს.

„განვიხილავთ იმ საკანონდებლო რეგულირებას, რაც გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად და წარვადგენთ რეკომენდაციებს, რომელიც ეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათ დაცვას“, – განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წამომადგენელმა, ანი ნოზაძემ.

შეხვედრას წერეთლის უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტების ლექტორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

„მნიშნელოვანია მსგავსი შეხვედრები და იმ ინფორმციის მიღება, რაც აქ გაჟღერდა. როგორც, იურისტი, ბუნებრივია, ამ საკითხებს ვიცნობ. ვფიქრობ, რომ აუცილებელია, როგორც  სტუდენტთა, ასევე ნებისმიერი სუბიექტის პერსონალური მონაცემების დაცვა“, – განაცხადა ჩვენთან საუბარში აწსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის ლექტორმა, მამუკა აშვეთიამ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საქართველოში 2013 წელს დაარსდა და ის საქმიანობას რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს. მათ შორის, ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო კამპანიის წარმოებაა, რომელიც  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის” ხელშეწყობით მიმდინარეობს.

სამწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდაჭერას.  ის, ასევე, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრა ინსპექტორის აპარატმა თბილისის რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე განახორციელა. ასევე, დადგეგმილია ღონისძიების მოწყობა ბათუმის უნივერსიტეტშიც.

მოამზადა დეა მანაგაძემ – ქუთაისი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური