GE
განათლება კარანტინშია

პოდკასტი განათლებაზე ლალი ჯელაძესთან ერთად EDU.ARIS.GE-ზე – მეოთხე ეპიზოდის თემა უცვლელია – „განათლება საქართველოში პანდემიის დროს“ – პოდკასტში ვსაუბრობთ ბავშვებზე, რომლებიც განათლების მიღმა აღმოჩნდნენ. ქვეყანაში იმ მოსწავლეების გარდა, რომლებიც ყოველდღიურად ჩართული არიან დისტანციურ სწავლებაში ან უყურებენ „ტელესკოლის“ გაკვეთილებს, გვყავს ათიათასობით ბავშვი, რომელსაც განათლებაზე ხელი არ მიუწვდება – არც ონლაინ სწავლობს და არც ტელევიზორს უყურებს. ეს კი, პირველ რიგში, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ბავშვებს შორის, ისედაც არსებული უთანასწორობა, კიდევ უფრო გაღრმავდა.

რა ხდება „მოჩვენებითი წესრიგის“ მიღმა და რეალურად როგორია განათლების გარშე დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა მიმდინარე კრიზისის დროს? – ამ თემებზე ისაუბრებენ ჩემი სტუმრები: გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე და განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი.

 

მოუსმინეთ სრულ აუდიოვერსიას EDU.ARIS.GE-ზე ან გამოიწერეთ პოდკასტი  ეფლის (Apple Podcasts) ან გუგლის (Google Podcasts) პოდკასტებიდან და პირველებმა მიიღეთ ინფორმაცია ყოველი შემდეგი ეპიზოდის შესახებ.

 

 

 

=
მესამე ეპიზოდი
თავსატეხად ქცეული პირველკლასელის დისტანციური გაკვეთილებ

მეორე ეპიზოდი
სქემა მასწავლებლის 360-გრადუსიან შეფასებას ააქტიურებს

პირველი ეპიზოდი
პანდემიის ნაკვალევი განათლებაში – გაღრმავებული უთანასწორობის ფონზე რეალობას აცდენილი საგანმანათლებლო მიზნები

 

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი