GE

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის უფლება–მოვალეობები ახალი დებულებით

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი დებულების თანახმად, განისაზღვრა მინისტრის უფლება–მოვალეობები:

მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა

სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების მართვასა და საქმიანობის კოორდინაციას.

მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებაზე იმ სფეროებში, რომლებიც სამინისტროს სისტემას/მმართველობას განეკუთვნება;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს (გარდა ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გამონაკლისისა), პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექტორებს;

ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის კანდიდატურას;

ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის ასიგნებებისა და ხარჯების შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი საბიუჯეტო სახსრების მოთხოვნის თაობაზე;

თ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ი) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე;

კ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებს, საბჭოებს – სათათბირო უფლებით;

ლ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად, ასევე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას,  გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და პასუხისმგებელია მათ კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;

მ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი იურიდიული პირების დებულებებს/წესდებებს;

ნ) ამტკიცებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმასა და ჟურნალის წარმოების წესს;

ო) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმას;

პ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სკოლებში საქმისწარმოების წესს;

ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს;

რ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსებს;

ს) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმასა და მისი გაცემის წესს;

ტ) ამტკიცებს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობის მიღების წესებს და განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს;

უ) საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, მათ შორის, საამისოდ აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ მოსამსახურეთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;

ფ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების წარმატებით შესრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სამსახურებრივ მოვალეობათა მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებისათვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წახალისების ამა თუ იმ ფორმის გამოყენების თაობაზე;

ქ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის სამინისტროს ჯილდოს გაცემის წესს;

ღ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, წყვეტს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის ფულადი ჯილდოს ან/და სახელფასო დანამატის გაცემის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხებს;

ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ითანხმებს სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების ბიუჯეტს (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა), საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) და მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, შესაძენი საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს  (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა). სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელი პირების ფუნქციებსა და რაოდენობას. ახორციელებს კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში, იძლევა შესაბამის მითითებებს;

შ) უფლებამოსილია, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს თავის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს;

ჩ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

რა ვალდებულებები აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამინისტროს – გაერთიანებული უწყების ახალი დებულება დამტკიცდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური