GE

განათლების მინისტრი: უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელს ოქტომბერში წარმოვადგენთ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დაფინანსების ახალი მოდელი უკვე მზადაა და ოქტომბერში სამინისტრო დეტალურ პრეზენტაციას გამართავს.

,,უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელს ოქტომბერში უკვე წარმოვადგენთ. მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია, მხოლოდ გარკვეული საკითხების მოდელირება დარჩა. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება ხარისხზე და არა რაოდენობაზე მორგებული მოდელი”, -განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

სხვა დეტალები ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია დღეს გაიმართა და მას პრემიერი გიორგი გახარიაც ესწრებოდა.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური