GE

განათლების მინისტრის მოვალეობას ირინა აბულაძე ასრულებს – როდის დაინიშნება ახალი მინისტრი?

განათლების, მეცნიერების, კულუტურის და სპორტის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი საუბრობს, ნაწილი კი ამბობს, რომ მსჯელობა დასრულებულია და პრემიერი ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში წარადგენს.

როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, მიხეილ ბატიაშვილმა წასვლამდე მომავალი მინისტრის თანამდებობაზე მთავრობასთან სამი კანდიდატურა დაასახელა და ესენი იყვნენ გიორგი ვაშაკიძე, ირინა აბულაძე და ბერიკა შუკაკიძე (მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი).

იმ შემთხვევაში, როდესაც მინისტრთა კაბინეტს ერთი წევრი ტოვებს, კანონმდებლობაში გაწერილი არ არის ვადები, თუ რა დროში უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრმა ახალი კანდიდატურა.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ პოსტიდან მიხეილ ბატიაშვილის წასვლის შემდეგ, მინისტრის მოვალეობას, მოადგილე, ირინა აბულაძე ასრულებს.

ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 7 წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, ბატიაშვილი მე-5 მინისტრი იყო.

მინისტრის ცვლილებასთან ერთად, დაგეგმილია სპორტისა და კულტურის ნაწილის ცალკე გამოყოფაც. განათლების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის ნაწილი გასულ წელს შეუერთდა.

განათლების მინისტრი შესაძლოა, გიორგი ვაშაკიძე გახდეს – „მიმართეთ პრეს-ცენტრს“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური