GE

განათლების მინისტრის საახალწლო მილოცვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინსიტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამდეგი 2018 წელი თითოეულ ბავშვსა და ახალგაზრდას, მოსწავლეს, სტუდენტს, მშობელს, მასწავლებელს, პროფესორს, მეცნიერს, სასწავლო დაწესებულებათა და სამინისტროს ყველა თანამშრომელს მიულოცა.

,,თითოეულ ბავშვსა და ახალგაზრდას, მოსწავლესა და სტუდენტს, მშობელს, მასწავლებელს, პროფესორს, მეცნიერს, სასწავლო დაწესებულებათა და სამინისტროს ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.

თქვენი ყოველდღიური დაუღალავი შრომითა და სწავლით, ცოდნის გაზიარებითა და ახალი ცოდნის შექმნით, განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარებით მყარ საფუძველს ქმნით საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის.

დაე შემეცნების სიხარულით აღსავსე, ახალ მიღწევათა და წინსვლის წელი ყოფილიყოს 2018 თქვენთვის და მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის”, – ნათქვამია განათლების მინისტრის მიერ გავრცელებულ საახალწლო მილოცვაში.

რა წინასაახალწლო სურვილები აქვთ განათლებაზე პასუხისმგებელ პირებს

2017 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა განათლებაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური