GE

განათლების მინისტრმა ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა დააანონსა

განათლების სისტემის რეფორმის ახალი მოდელის პრეზენტაციის მსვლელობისას მიხეილ ბატიაშვილი უმაღლესში მისაღები ეროვნული გამოცდების საკითხსაც შეეხო.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხდება არსებული სისტემის შეფასება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. შესაბამისად, სისტემის ახალი მოდელის დანერგვა 2020 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

მინისტრისვე თქმით, განათლების რეფორმა ზოგადი განათლების მიმართულებით სკოლების ახალ მოდელს ითვალისწინებს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მოსწავლეზე ორიენტირებული, ცვლილებებზე სწრაფად ადაპტირებადი სკოლა სისტემურად, ერთიანად ვითარდებოდეს მისი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სკოლის ახალი მოდელი ითვალისწინებს სკოლის დირექტორს, როგორც ლიდერს, მართვისა და სწავლების ახალ მოდელებს, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას, ერთიან სასწავლო და ლაბორატორიულ პლატფორმას და უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს – სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რისთვისაც არაერთი პროექტი განხორციელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური