GE

განათლების მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში სისტემის მთავარი მიზანი დაასახელა

„უნივერსიტეტების განვითარების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორს დაფინანსების დღევანდელი სისტემა წარმოადგენს“, – აღნიშნულის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უმაღლესი უნივერსიტეტების დაფინანსების მიზნით, შესაძლოა საბაზისო დაფინანსება შემოვიდეს, რაც აკადემიური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობას გააჩენს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, უმაღლესი უნივერსიტეტების მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომლის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია დაფინანსების არსებული სისტემა.

„უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავების მიზნით, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, რომელიც ითვალისწინებს საბაზისო დაფინანსების შემოღებას.

„დაფინანსების რეფორმა მოგვცემს შესაძლებლობას, უნივერსიტეტების აკადემიური მიმართულებების, სამეცნიერო მიმართულებებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის საგრძნობ განვითარებას შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური