GE

განათლების სამინისტრო პროფესიული სტუდენტებისთვის სტუდენტური ბარათით შეღავათის მიღების წესზე მუშაობს

2021 წლის ზაფხულიდან, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები იგივე შეღავათიანი ბარათებით ისარგებლებენ, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს აქვთ. ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

„განათლების და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს პროფესიული სტუდენტებისთვის, სტუდენტური ბარათით შეღავათის მიღების  წესზე, რომ პროფესიული განათლების სტუდენტებმა ზუსტად იგივე შეღავათებით ისარგებლონ, რაც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს აქვთ. ივლისი გვაქვს საბოლოო ვადად განსაზღვრული“, – თქვა სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამარ სამხარაძემ.

2020 წლის მონაცემებით, პროფესიულ პროგრამებზე საქართველოში სულ 9399 პირი ჩაირიცხა, მათგან 4685 ქალია, 4714 -კაცი. განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილის თქმით, გასულ წელს პროფესიულ პროგრამებზე სწავლის სურვილი 14 000 აპლიკანტს ჰქონდა, თუმცა სისტემას მხოლოდ 10 000 მსურველის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა. მისივე თქმით, ახალი პროფესიული სასწავლებლების მშენებლობის პარალელურად, მისაღები კონტიგენტიც ზრდადი იქნება.

„პროფესიულ პროგრამებზე წელს სტუდენტებს ახალი წესით მივიღებთ“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური