GE

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო საჯარო სკოლებს ცივ ამინდებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს.

“ხარისხიანი განათლების და საგაკვეთილო პროცესის შეუფერხელბლად და სრულყოფილად წარმართვისთვის, სკოლაში შესაბამისი გარემოს არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, სამინისტრო, კიდევ ერთხელ რეკომენდაციით მიმართავს საჯარო სკოლებს, ცივი ამინდებიდან გამომდინარე, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა, რათა მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრების და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხელბლად მიეცეთ “, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური