GE

განათლების სამინისტრომ კერძო სკოლებს პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის კონკრეტული ვადები განუსაზღვრა

კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციისთვის ვადები განისაზღვრა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების თანახმად, კერძო სკოლებში პირველკლასელების დარეგისტრირება უნდა მოხდეს 2019 წლის 2 მასიდან 2019 წლის 5 ივლისის ჩათვლით პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გასულ წლებში კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის კონკრეტული ვადები არ დაუდგენიათ.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ბევრ კერძო სკოლას პირველკლასში მოსწავლეთა მიღებისთვის რეგისტრაცია უკვე გამოცხადებული აქვს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური