GE

განათლების სამინისტროს დაფინანსებით 300–მა მოსწავლემ არდადეგები ბაკურიანში გაატარა

მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, დაბა ბაკურიანში სასკოლო არდადეგებზე მყოფი 300 მოსწავლე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოინახულა. მინისტრი მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ რამდენიმე სპორტულ ღონისძიებას დაესწრო და გამარჯვებულებიც დააჯილდოვა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, პირველ ეტაპზე სამინისტროს დაფინანსებით ბაკურიანში საქართველოს მასშტაბით არსებული მცირეკონტინგენტიანი სკოლების მოსწავლეებმა დაისვენეს. ასეთივე პრინციპი იმოქმედებს სხვა სკოლებზეც როგორც ზამთარში, ისე გაზაფხულსა და ზაფხულშიც.

“სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც სასკოლო არდადეგების პერიოდში მომავალშიც განხორციელდება, ემსახურება მოსწავლეების თვალსაწიერის გაფართოებას, მათ ჩართვას სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, თანატოლების გაცნობას და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროგრამა მოსწავლეებს მოტივაციას გაუჩენს უფრო აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, დაინტერესდნენ სპორტის სახეობებით და ბანაკებში შეძენილი უნარ-ჩვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენონ, გაუწიონ სპორტს პოპულარიაზაცია თანატოლებში. სწორედ მოსწავლეების გააქტიურება და ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდაა პროექტის მთავარი მიზანი”,– აცხადებენ სამინისტროში.

საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში რეგიონების მიხედვით სხვადასხვა დროს გამოცხადდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური