GE

განათლების სექტორს ბრუნვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს – საქსტატი

არაკომერცილი ორგანიზაციების კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრუნვის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი განათლების სექტორზე მოდის და თითქმის 37 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, წინა წელთან შედარებით, ეს რიცხვი 2-ჯერ გაზრდილია.

საქსტატის 2018 წლის კვლევის მიხედვით, პროდუქციის გამოშვების სტრუქტურაში განათლების სექტორზე 14. 6 პროცენტი მოდის.

ამასთან, არაკომერციულ ორგანიზაციებში 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 0,3 პროცენტით და 53 ათასი შეადგინა, საიდანაც 53.3 პროცენტი ქალია, ხოლო 46.7 პროცენტი კაცი.

დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი, 29.2 პროცენტი, ასევე განათლების სექტორის ორგანიზაციებზე მოდის.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური