GE

განათლების სპეციალისტების მიერ შემუშავებული სწავლების მეთოდები ინკლუზიურ განათლებაში

შესაძლოა, ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ, რომ არ არსებობს სწავლების მეთოდი, რომელიც ნებისმიერი კატეგორიის სტუდენტისთვის ან სტუდენტთა  ჯგუფისთვის ხელსაყრელი იქნება, მაგრამ, როცა საქმე ინკლუზიურ განათლებას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში ჩართვას ეხება, გარკვეულ გეგმებზე საუბარი ზედმეტი სულაც არაა. ამასთან დაკავშირებით განათლების სპეციალისტებმა აუტისტი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშავეს:

გაიცანი თითოეული მოსწავლე

პედაგოგები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ამა თუ იმ მოსწავლის ცხოვრებისეული სირთულეები. ზოგიერთი მოსწავლე სიამოვნებით საუბრობს საკუთარი თავის შესახებ, თუმცა გამორიცხული არაა, მეორე ნაწილმა პედაგოგს უხეშად უპასუხოს და კითხვას თავი აარიდოს.  ასეთ დროს არ არის საჭირო საუბარი დაჟინებით მოთხოვოთ. უფრო ლოგიკური იქნება, თუ პასხების მიღებას მისი ოჯახის წევრებისგან შეეცდებით. ამავე გზას მიმართავენ, როცა საქმე აუტისტ ბავშვებს ეხებათ. სწავლების შედეგების გაუმჯობესების მიზნით, მშობლემა საკუთარი გამოცდილება შვილის აღმზრდელებს უნდა გაუზიარონ

მართე კლასი ორიგინალურად

პედაგოგმა უნდა გამოიყენოს ყველა უნარ-ჩვევა და გამოცდილება. არ უნდა შეეშინდეს საკლასო ოთახში კონტროლის დაკარგვის, ხშირად უნდა იხუმროს და დასვას ინტელექტუალური, იუმორნარევი კითხვები. მაგალითად, როგორ განვითარდებოდა სამყარო, ქრისტოფერ კოლუმბს ჯიპიესი რომ ჰქონოდა…

არ დაივიწყო ბოლო მერხზე მსხდომი ბავშვები

ზოგ კლასში დებატებში მოსწავლეთა მხოლოდ გარკვეული ჯგუფია ჩართული, რაც არასწორია. საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილი და საშუალება ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს და ამაში ხელი პედაგოგმა უნდა შეუწყოს. მან კითხვებით უნდა მიმართოს ბოლო მერხზე მჯდომთ და უთხრას, რომ მათი ჩართულობა და თითუეული მათგანის აზრი მნიშვნელოვანია. ერთ საკლასო ოთახში, სადაც პედაგოგმა დასვა კითხვა, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, სტუდენტებმა  მას ამ თემაზე დისკუსიის გამართვა სთხოვეს. წამოიჭრა არაერთი მოსაზრება და საინტერესოა ის ფაქტი, რომ დებატებში ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვიც ჩაერთო, რომელიც, როგორც წესი ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობას არ იღებდა. მთავარია, პედაგოგმა დასვას კითხვები, რომლებზეც პასუხი ნებისმიერ ბავშვს ექნება.

მიეცი მოსწავლეს არჩევანის უფლება

მოსწავლეს უნდა მიეცეს საშუალება თავად გააკეთოს არჩევანი, თუ როგორ ურჩევნია სწავლა. ასე მაგალითად: მუშაობა ჯგუფებში, წყვილებში ან ინდივიდუალურად; მუშაობა საკლასო ოთახში ან ბიბლიოთეკაში, ნახატების გამოყენება, ნაშრომის მიღება როგორც ხელნაწერის, ისე ამობეჭდილის სახით.

გაუღრმავე სწავლის სურვილი

ბავშვებისთვის წერა-კითხვის სწავლა დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. ამისთვის ზოგს ნაკლები, ზოგსაც მეტი დრო სჭირდება. ასეთ დროს მასწავლებლების ნაწილს სიმშვიდის შენარჩუნება უჭირს, თუმცა ყვირილი გამოსავალი არაა. პედაგოგი მათ წახალისებას უნდა ეცადოს და დავალების კარგად შესრულებისთვის ხშირად დაასაჩუქროს ტკბილეულით.

გადაანაწილე ყურადღება თანაბრად

მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილი საინტერესო იყოს არამხოლოდ აუტისტი ბავშვებისთვის, არამედ დანარჩენებისთვისაც. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მათაც სჭირდებათ დახმარება მასალების მოპოვებასა და დავალებების შესრულებაში. თითოეული მსმენელისთვის გაკვეთილი თანაბრად სასარგებლო უნდა იყოს.

მოუწყვე ბავშვებს კომფორტული გარემო

აუტისტი ბავშვების დიდი ნაწილი სიახლეების მიმართ ცუდად რეაგირებს. მათ ეშინიათ ცვლილებების, რაც საზოგადოებაში ინტეგრაციის სურვილს უკარგავს. ეს კი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომლის გადაჭრაშიც მნიშვნელოვანი როლი პედაგოგმა უნდა ითამაშოს. ამისათვის მან კლასს უნდა შესთავაზოს სწავლების ახალ-ახალი სახალისო მეთოდები. ხშირად, ბავშვების წარუმატებლობის მიზეზი არაკომფორტული გარემოა. სკოლაში მას დაცულობის გრძნობა უნდა ჰქონდეს და არა შიშის.

მიეცი შესვენების უფლება

დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ბავშვების უმრავლესოაბა შესვენებებით უკეთესად ითვისებს, ვიდრე გადაბმულად მეცადინეობით. ზოგჯერ განტვირთვისთვის რამდენიმე წამიც კი საკმარისია.  ზოგ პედაგოგს აქვს ასეთი  მეთოდი – დასვამს კითხვას და მოსწავლეს ეუბნება „ისაუბრე და იარე“ . ესეც განტვირთვის ერთი-ერთი საშუალებაა.

მეტი კომუნიკაცია

აუტისტ ბავშვებს სჭირდებათ ადამიანები, რომლებსაც მოუსმენენ, მათთან ისაუბრებენ და ამით სოციალურ უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებენ, ამიტომაც, ნუ მოსთხოვთ მათ საკლასო ოთახში ძეგლებივით გაუნძრევლად ჯდომას და ნუ დასჯით ღიმილისთვის ან გადალაპარაკებისთვის.

ამავე თემაზე:

სპეცმასწავლებლის სტატუსის განსაზღვრა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოხდება

სამინისტრო: სპეცმასწავლებლისთვის მასწავლებლის სტატუსის მინიჭება მომდევნო წლიდან მოხდება

„კანონი აღიარებს ადამიანს სპეციალურ მასწავლებლად, მაგრამ სისტემა არ ცნობს მას!“

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: readingrockets

მარიამ ელიაშვილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი