GE

განათლების ხარისხის განვითარების ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს პრემიერ – მინისტრ მამუკა ბახტაძის 2019 წლის 9 აგვისტოს N 267 ბრძანების საფუძველზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა, რომელიც 2018 წლიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა.

“გიორგი ვაშაკიძეს აქვს ათწლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო კერძო/საჯარო ორგანიზაციებში, აქვს აკადემიური საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელბში, მუშაობდა ექსპერტად გაეროს განვითარების პროგრამებში, იყო რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საბჭოს წევრი. გიორგი ვაშაკიძე არის არაფერთი მონოგრაფიის, კვლევისა და სტატიის ავტორი. მიღებული აქვს სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის წოდება ჰამბურგის უნივერსიტეტში”, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ხარისხის განვითარების ცენტრში განუმარტეს, ამ დროისთვის უცნობია ვინ დაიკავებს გიორგი ვაშაკიძის თანამდებობას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

რა ხვრელებს ეძებენ ქართული სასწავლებლები პროგრამების აკრედიტაციისთვის და რატომ არის სახიფათო ყაზახეთთან გაფორმებული მემორანდუმი?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური