GE

განახლებული სამაგისტრო პროგრამა და ბიზნესის სფეროს მოწინავე წარმომადგენლები – თბილისის ღია უნივერსიტეტი

თბილისის ღია უნივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებების შესახებ უკვე ბევრმა თქვენგანმა შეიტყო – სასწავლებლის მფლობელობა ახალმა გუნდმა გადაიბარა და განახლდა, როგორც სასწავლო პროგრამები, ასევე აკადემიური პერსონალის სრული შემადგენლობა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ რიგებს ქართული ბიზნეს სფეროს მოწინავე წარმომადგენლები შეემატნენ. პრაქტიკოსის გამოცდილების გაზიარება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე არავინ დაობს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც სტუდენტებისთვის უდიდესი გამოცდილების მქონე ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება ჰქვია.

თბილისის ღია უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ზუსტად იციან ის საჭიროებები, რაც საქართველოში დღეს ბიზნესის განვითარების კუთხით დგას და შესაბამისად, მთელი ეს ცოდნა და გამოცდილება აისახა ბიზნესის სკოლის განახლებულ სტრატეგიაში, რომელიც მას ბიზნეს სამყაროში არსებულ მოთხოვნებთან მჭიდროდ აკავშირებს. უნივერსიტეტი უნდა იყურებოდეს უფრო შორს და ითვალისწინებდეს იმ ტენდენციებს, რაც გლობალურად მიმდინარეობს“, – აღნიშნავს თბილისის ღია უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი, ნანა მიქაშავიძე.

თბილისის ღია უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების სფერო უფრო დაახლოვდეს ბიზნესთან და მეტად გამახვილდეს ყურადღება შრომითი ბაზრის დასაქმების  მოთხოვნებზე. აქედან გამომდინარე, ბიზნესის სკოლის განახლებული სასწავლო პროგრამები გახდა ბევრად უფრო მოქნილი და შეესაბამება იმ თანამედროვე მიდგომებს, გამოწვევებსა და მოთხოვნებს, რაც ბაზარზე არსებობს.

„ჩვენ გვსურს თბილისის ღია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იყვნენ ანტრეპრენერული აზროვნებისა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები, რომლებიც აუცილებლად იქნებიან გლობალურად კონკურენტუნარიანები“, – განმარტავს თბილისის ღია უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი, ნანა მიქაშავიძე.

პრაქტიკული გამოცდილების მიღების მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს განახლებული სამაგისტრო პროგრამის აკადემიური წარმომადგენლობა.

„სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში აქცენტი კეთდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც გარკვეული პროფესიული გამოცდილება უკვე დააგროვეს, სურთ საკუთარი გამოცდილების კიდევ უფრო მეტი თეორიული ცოდნით შევსება და ამასთანავე, საჭირო კონტაქტებით საკუთარი ბიზნეს ქსელის გამდიდრება“, – ამბობს თბილისის ღია უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი, ნანა მიქაშავიძე.

გაიცანით განახლებული სამაგისტრო პროგრამის აკადემიური პერსონალის არასრული შემადგენლობა და გაიგეთ მეტი საინტერესო სასწავლო საგნების შესახებ:

ნანა მიქაშავიძე – კომპანია Wizard-ის დამფუძნებელი დირექტორია. მას ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა დროს იკავებდა Financial In Motion GmbH-ის ინვესტიციების მენეჯერის და „თიბისი ლიზინგის“ გენერალური დირექტორის პოზიციებს. ამას გარდა, იგი იყო „რეა“-სა და „მიკროსაფინანსო კრედო“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, „თიბისი“ ბანკის კორპორაციული ბანკინგის დირექტორის მოადგილე.

საგანი: ლიდერობის ოსტატობა

რუსუდან თელია – ACT-ის თანადამფუძნებელი და კულტურის ლიდი.

იგი 2001 წლიდან, როგორც კვლევების ექსპერტი, აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (ევრაზიის ფონდი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, World Vision, UNICEF) პროექტების შეფასებაში. რუსუდან თელია ასევე უშუალო მონაწილეობას იღებდა განათლებისა და თვითმმართველობის რეფორმის, ბავშვთა ზრუნვის სტანდარტების შემუშავების პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში.

საგანი: სტრატეგიული ტალანტის მართვა

ზურაბ ფიჩხაია – ანაკლიის პორტის ფინანსური დირექტორი, shopshop.ge-ს დამფუძნებელი.

სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა „თიბისი ბანკის“ რისკების მართვის დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. ზურაბ ფიჩხაიამ დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს სკოლა.

საგანი: პირადი ინვესტიციების მართვა

ვანო ბალიაშვილი – ბიზნეს-კონსულტანტი, “თბილისის ღია უნივერსიტეტის” თანადამფუძნებელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრი, ESM თბილისის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრი პროექტის მენეჯმენტში. იგი მუშაობდა “თიბისი ბანკის” ოპერაციების დირექტორად და ამჟამად, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბიზნეს-კონსულტანტია.

საგანი – სტრატეგიული მართვა

ვასილ რევიშვილი – Thales Investments მმართველი პარტნიორი

2004 წლიდან უმსხვილესი შვეიცარიული საფინანსო ჯგუფის – PICTET ASSET MANAGEMENT-ის გუნდის წევრი იყო. საწყის ეტაპზე იგი კომპანიის რისკების მმართველის პოზიციას იკავებდა, ხოლო შემდეგ გააგრძელა როგორც საინვესტიციო რისკების განყოფილების ხელმძღვანელმა ჟენევასა და ლონდონში USD120 მილიარდი ღირებულების პორტფელის რისკის მართვით. საბოლოოდ, გახდა საინვესტიციო მენეჯერის უფროსი და მართავდა 3-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს. 2008 წლიდან საქართველოში დაბრუნებული “საქართველოს ბანკის” აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. ასევე, გახლდათ “თიბისი ბანკის” საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი და ამჟამად Thales Investments მმართველი პარტნიორია.

საგანი: ინვესტიციების მართვა

რევაზ მაღალაშვილი – Retail Group Georgia – Alhokair Fashion Retail-ის დირექტორი. იგი 10 წელზე მეტია Fashion რითეილში საქმიანობს და მისი დახმარებით, საქართველოს ბაზარს არაერთი დიდი ბრენდი (ZARA, Massimo Dutti, Stradivarius, Mango, GAP, Marks & Spencer, Pull&Bear და ა.შ.) შემოუერთდა.

საგანი: მოლაპარაკებები და კონფლიქტების მართვა

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური