GE

სტუდენტებისთვის 2018 წლის შემოდგომის მობილობის დამატებითი ვადები განისაზღვრა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მობილობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სტუდენტებისთვის მობილობის დამატებითი ვადები განისაზღვრა. აღნიშნული ცვლილება კი გამოწვეულია იმით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება.

  • იმისათვის, რომ სტუდენტებმა შეცვალონ არჩევანი, 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მობილობის მსურველ სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დამატებით ვადად განისაზღვრა – 2018 წლის 22 აგვისტოდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე.
  • მობილობის მსურველ/მონაწილე ყველა სტუდენტს შეუძლია დარეგისტრირდეს ან შეცვალოს არჩევანი მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან 27 აგვისტოს 18 საათამდე.
  • მობილობაში მონაწილე იმ სტუდენტებს, რომლებსაც ერთ-ერთ პრიორიტეტად არჩეული აქვთ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნდა შეცვალონ არჩევანი არაუგვიანეს 2018 წლის 27 აგვისტოს 18 საათისა.

მობილობის მსურველებმა რეგისტრაცია შემდეგ პორტალზე უნდა გაიარონ www.students.eqe.ge. მობილობის მსურველი სასურველია გაეცნოს ელექტრონული პორტალით სარგებლობის ვიდეოინსტრუქციას.

მობილობის პროცესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხები შეგიძლიათ მიიღოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის – 2200 220 საშუალებით, ან მიწეროთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური