GE

„განიხილება სხვადასხვა ვარიანტები“ – როგორ ჩააბარებენ 2021 წლის აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ამბობს, რომ 2021 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების სხვადასხვა ვარიანტებზე მუშაობენ.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულ ვარიანტებზე საუბარი ნაადრევია და ამიტომ არ დააზუსტა განიხილავს თუ არა სამინისტრო და გამოცდების ცენტრი მისაღები გამოცდების დისტანციურად ჩატარების ვარიანტსაც.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების დაგეგმვის პროცესი, რა თქმა უნდა, უკვე დაწყებულია. მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის ზაფხულის პერიოდში ჩვენ ჩავატარეთ იმ აუდიტორიებში, იმ სივრცეში, სადაც თითოეული აბიტურიენტი მივიდა და გამოცდა ადგილზე ჩააბარა. ეს პროცესები ისევ მიმდინარეობს, განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, ის რისკები, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს, ეს რისკები ითვლება. ახლა მე ძალინ გამიჭირდება, ცოტა ადრეა იმ სიახლეების დაანონსება და იმ პროცესის, რა პროცესიც მიმდინარეობს და რა სიახლეებს შევთავაზებთ ჩვენს აბიტურიენტებს. ვარიანტები არის სხვადასხვანაირი, ამიტომ კონკრეტულ ვარიანტს არ დავასახელებ, იმიტომ რომ სხვა ვარიანტებიც ასევე განხილვის პროცესშია და მოგვიანებით ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ “პალიტრას” ეთერში.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური