GE

აქტიურად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების უნივერსიტეტები – კიდევ ერთი რეიტინგი საქართველოს გარეშე

ბრიტანულმა გამოცემამ Times Higher Education (THE) ,,აქტიურად განვითარებადი ეკონომიკის“ მქონე ქვეყნების უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა. მასში 42 ქვეყანა შევიდა, მათ შორის მოხვდა: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ტაილანდი, სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა, ჩეხეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, საბერძნეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამროები,  რუმინეთი და სხვა.

THE – ს რეიტინგში ამ ქვეყნების 378 წამყვანი უნივერსიტეტია შესული. გამომცემლობა სასწავლო დაწესებულებებს 5 კრიტერიუმით აფასებს: შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობისგან, სწავლება ან სასწავლო გარემო, კველვები, ციტირება ან კვლევების საერთაშორისო გავლენა და ურთიერთთანამშრომლობა.

საქართველოს არც ერთი სახელმწიფო ან კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რეიტინგში არ არის.

საქართველო მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში პოზიციებს კარგავს

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: timeshighereducation

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური