GE

„გასააზრებელი ტექსტი ბიოლოგიის ცოდნას მოითხოვდა“, – რა ერთულათ აპლიკანტებს C ტიპის ტესტის პირველ ნაწილში

2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების აპლიკანტებმა გუშინ C ტიპის ტესტის პირველი ნაწილი, ანალიტიკური წერა და წაკითხულის გააზრება წერეს. გამოცდაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა 90%-ზე მეტი გამოცხადდა. დღეს კი მათ გამოცდის ჩაბარება ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობებში მოუწევთ, რითაც 2018 წლის სამაგისტრო გამოცდები დასრულდება.

ისევე როგორც A და B ტიპში, C ტიპის ტესტის აპლიკანტების უმრავლესობისთვის რთული აღმოჩნდა წაკითხულის გააზრება. მათი თქმით, ტექსტი ბიოლოგიის საკითხებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის ცოდნას მოითხოვდა.

207-ე სკოლაში გახსნილო საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა EDU.ARIS.GEის გამოცდაზე მოსული საკითხები გააცნო და აღნიშნა, რომ დრო საკმარისზე მეტი ჰქონდა:

„ტექსტის გააზრება შედარებით რთული იყო, თემები – მარტივი. მოცემული იყო პატარა ტექსტი., რომლის მიხედვითაც უნდა დაგვეწერა ანალიტიკური ესე. ტექსტის შინაარსიდან აშკარა იყო, რომ ერთ-ერთი ქალაქის ბიბლიოთეკის განახლებამ მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია. უნდა გვემსჯელა მიზეზებზე და მოგვეყვანა არგუმენტები. მეორე ესეში უნდა შეგვეფასებინა ერთ-ერთი თანამედროვე მწერილის გადაწყვეტილების სისწორე. ტექსტის მიხედვით, მას არჩევანის გაკეთება ორ გამომცემლობას შორის უწევდა და უნდა გვემსჯელა მის გადაწყვეტილებაზე. ტექსტების გააზრება გამიჭირდა, დანარჩენი მგონი, გაკრაგდ ვწერე” , – გვითხრა მაგისტრობის კანდიდატობის მსურველმა.

თეონა რუსიაშვილი, ერთ-ერთია იმ პალიკანტებს შორის, რომლებმაც საგამოცდო ცენტრი დროის ამოწურვამდე 15 წუთით ადრე დატოვეს. ის სწავლის გაგრძელებას იურიდიულზე აპირებს და თვლის, რომ გამოცდას თავი კარგად გაართვა:

,,ვფიქრობ, საშუალო სირთულის თემები იყო, არც ტექსტის გააზრება იყო რთული. საინტერესო სამსჯელი იყო. ბიბლიოთეკის ისტორია იყო, რომლის განახლების შემდეგ მკითხველთა რაოდენობა შემცირდა“, – ამბობს თეონა.

ბაჩუკი ოშხარელის შეფასებით, გამოცდა საშუალო სირთულის იყო:

,,ვერ ვიტყვი, რომ გამოცდა მარტივი იყო, მაგრამ თემები მართლა ძალიან კარგი შეგვხვდა. როგორც წესი, ტექსტების წაკითხვა დიდ დროს მოითხოვს. გასააზრებელი ნაწილი რომ კარგად დაგეწერა, სამეცნიერო ტერმინოლოგია, ბიოლოგია უნდა გცოდნოდა რაღაც დონეზე. ასევე, ორი ტექტსი იყო ენების ისტორიის შესახებ“,- ამბობს ბაჩუკი.

საკუთარი ნაშრომით კმაყოფილია გიორგი ხიდირბეგიშვილიც, თუმცა აღნიშნავს, რომ ბიოლოგიის შესახებ მოცემული ტექსტის გააზრება გაუჭირდა:

,,გამოცდა საშუალო სირთულის იყო, ყველაფერი დავწერე, მაგრამ მესამე ტექსტი, რომელიც ბიოლოგიის ცოდნას მოითხოვდა, დანარჩენ საკითხებთან შედარებით რთული იყო”, – აღნიშნავს გიორგი.

ამავე თემაზე;

2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები

გამოცდები 2018

ავტორი მარიამ ელიაშვილი

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური