GE

გაზაფხულის პროფესიულ ტესტირებაზე  ჩაჭრილ პირებს ქულების გამოყენების შესაძლებლობა აქვთ

აპლიკანტებს, რომლებიც  2019 წლის გაზაფხულზე პროფესიულ ტესტირებაზე ჩაიჭრნენ, შესაძლებლობა აქვთ მიღებული ქულები ერთჯერადად ისევ გამოიყენონ. ამ შესაძლებლობას პროფესიული განათლების მიღების მსურველებს მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულება“ აძლევს.

დოკუმენტის თანახმად  „სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულები შეიძლება შეინახოს და გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთხელ ცენტრის მიერ ორგანიზებული მომდევნო ტესტირების მიზნებისათვის. აპლიკანტთა რანჟირება განხორციელდება შესაბამისი კონკურსის გათვალისწინებით. ასევე, აპლიკანტს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე დადგენილი წესით და სცადოს გაიუმჯობესოს წინა ტესტირებაზე მიღებული შედეგები. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ განმეორებითი ტესტირების დროს მიღებული შეფასებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უფრო დაბალია, ვიდრე ადრე მიღებული შედეგები. ამისათვის, აპლიკანტმა უნდა მიმართოს კოლეჯს ან სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს შესაბამისი განცხადებით“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო რეგისტრაცია 2019 წლის 2 ოქტომბერს გამოცხადდა და  15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყო – პროცედურები საშემოდგომო მიღებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური