GE

„ბიზნეს ინკუბატორის“ გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

9 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პროექტში – „ბიზნეს ინკუბატორი“ – 6 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა, რომლებიც ექვსთვიან ბიზნეს ინკუბაციის პროცესში ჩაერთვებიან.

პროექტის პირველ ეტაპზე 53 მონაწილე დარეგისტრირდა, სადაც 12 ბიზნეს იდეა გამოიკვეთა, საბოლოოდ კი 6 ბიზნესს იდეა ფინალურ ეტაპზე გადავიდა:

ყურძნის ზეთის ქარხანა (კაპიტანი – ნიკოლოზ ხატიაშვილი);
პლასტმასის გადამამუშავებელი მინიქარხანა (კაპიტანი – ოთარ ჯაიანი);
ინოვაციური ფოტოლინზა (კაპიტანი – თამთა ჯაჯანიძე);
ინოვაციური სათბური (კაპიტანი – თორნიკე ჭიჭინაძე);
საუნივერსიტეტო ტურისტული კომპანია (კაპიტანი – სალომე მანძულაშვილი);
ლოკოკინების ბიზნესი (კაპიტანი – გიორგი კაპანაძე).
აღსანიშნავია, რომ „ბიზნეს ინკუბატორის“ პროექტი უკვე მეორედ ტარდება, სადაც მონაწილეობა კსუ-ს ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისგან ბიზნეს იდეების შერჩევას, უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებასა და შესაბამისი მოდელების ჩამოყალიბებას, სადაც გამარჯვებული გუნდები ფინანსდებიან.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური