GE

გეგმავს თუ არა განათლების სამინისტრო საკადრო ცვლილებებს სკოლის დირექტორების კუთხით – მინისტრის პასუხი

EDU.ARIS.GE-ს შეკითხვაზე გეგმავს თუ არა სამინისტრო საკადრო ცვლილებებს საჯარო სკოლების ხელმძღვანელების შეცვლის კუთხით, ან მიმდინარეობს თუ არა დირექტორთა შერჩევის მექანიზმზე მუშაობა მიხეილ ბატიაშვილი პასუხობს, რომ „ამ ეტაპზე არა“.

„ვინმეს შეცვლა, ასეთი არანაირი გეგმა არ არსებობს. მთავარი, რაც გვჭირდება ესაა ორმხრივი პასუხისმგებლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მხრიდან მოხდება ყველანაირი რესურსით უზრუნველყოფა. არსებობს გეგმა, მაგრამ ამის გარდა არის საჭიროებები, რომლებიც სკოლებისთვის განსაზღვრულია და ერთად ვმუშაობთ მის მოსაგვარებლად. როგორც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას სამინისტროში და მთელ რეფორმას ვუძღვებით, ასევე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა დირექტორებმა. ბევრი ისეთი ელემენტარული პრობლემაა სკოლებში, რომელსაც ნამდვილად არ უნდა ვხვდებოდეთ“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრის დროს რამდენჯერმე ახსენა საჯარო სკოლების დირექტორები, გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევებში, საქმე გვაქვს უპასუხისმგებლობასთან. მისივე თქმით, სკოლებში არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც სამინისტროს მითითების გარეშეც უნდა გვარდებოდეს.

მინისტრი სკოლის დირექტორებს აკრიტიკებს – „ხშირად გვაქვს საქმე უპასუხისმგებლობასთან“

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური