GE

გეოგრაფიის არჩევით გამოცდაზე რეგისტრირებული 12 500 აპლიკანტიდან პირველ სესიაზე 5% არ გამოცხადდა

დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები შემდეგ არჩევით საგანს – გეოგრაფიას აბარებენ, რომელსაც აპლიკანტები პირველ და მეორე სესიაზე დაწერენ. პრევლი სესია 09:00 საათზე დაიწყო და 11:40 საათზე დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გეოგრაფიის გამოცდის I სესიაზე აპლიკანტთა დაახლოებით 5% არ გამოცხადდა.

173-ე საგამოცდო ცენტრიდან პირველმა გაგმომსვლელმა, რომელიც დაახლოებით ერთ საათში გამოვიდა, EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამოცდა მარტივი იყო და თუკი რუკა იცი დაწერა არ უნდა გაგიჭირდეს. მეორე აბიტურიენტის თქმით კი, კითხვები იყო მოსახლეობის სიმჭიდროვეზე, რაოდენობასა და მასშტაბების გამოთვლაზე.

შეგახსენებთ, რომ წელს გეგრაფიის გამოცდაზე 12 500 აბიტურიენტია რეგისტრირებული, ხოლო ამ საგნით ჩარიცხულთათვის მხოლოდ 7 100 ადგილია გამოყოფილი.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი ფუნქციონირებს.

გამოცდები 2018

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური