GE

გეოგრაფიის გამოცდის მეორე სესიაზეც აბიტურიენტთა 5% არ გამოცხადდა

ამ წუთებში საქართველოს მაშტაბით არსებულ საგამოცდო ცენტრებში გეოგრაფიის გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს, სადაც 2018 წლის გეოგრაფიის გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 95%- მდე აბიტურიენტი გამოცხადდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გეოგრაფიის გამოცდის I სესიაზეც აპლიკანტთა დაახლოებით 5% არ მივიდა.

შეგახსენებთ, რომ წელს გეოგრაფიის გამოცდაზე 12 500 აბიტურიენტია რეგისტრირებული, ხოლო ამ საგნით ჩარიცხულთათვის მხოლოდ 7 100 ადგილია გამოყოფილი.

ხვალ, 17 ივლისს აბიტურიენტებს ისტორიის გამოცდა 2 სესიად ჩაუტარდებათ. პირველი სესიის რეგისტრაცია 8:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე სესიის -14:00 საათზე.

გამოცდები 2018

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური