GE

გეოგრაფიის ტესტურ დავალებებში ცვლილება წელს არც მისაღებ და არც საატესტატო გამოცდებზე არ იქნება

„გეოგრაფიის ტესტურ დავალებებში რაიმე ტიპის ცვლილება არც ეროვნულ და არც საატესტატო გამოცდებზე გათვალისწინებული არ არის და აღნიშნულზე გამოცდების ცენტრმა მხოლოდ მუშაობა დაიწყო“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

სავარაუდო ცვლილების შესახებ განმარტება ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა აბიტურიენტებთან ონლაინ რეჟიმში საუბრისას გააკეთა.

„წელს გეოგრაფიის გამოცდის შინაარსობრივი მხარე უცვლელი დარჩა. ამას ფორმატის ცვლილებას ვერ დავარქმევთ. თუ შესაბამისობის დავალება გადაკეთდა დახურულბოლოიან დავალებად ეს არ ნიშნავს ფორმატის ცვლილებას. რაც შეეხება გეოგრაფიის გამოცდას მომავალში, მე პირადად, ნამდვილად, მაქვს სურვილი, რომ ფორმატი შეიცვალოს გეოგრაფიის გამოცდის, წელს იგივეა“, – განმარტა მაია მიმინოშვილმა ერთ–ერთი კითხვის პასუხად.

2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება – მაია მიმინოშვილი

რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური