GE

გერმანელმა ექსპერტებმა საქართველოს პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში განხორციელებული საქმიანობა შეაფასეს

გერმანელმა ექსპერტებმა საქართველოს პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში განხორციელებული საქმიანობა შეაფასეს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების საკითხებზე გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ექსპერტებმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (GIZ) და სენიორ ექსპერტების სამსახურთან (SES) ერთად შექმნილი პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო ვიზიტი შეაფასეს და პროფესიული განათლების მასწავლებლების დახელოვნებასა და პროფესიული განათლების დუალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს.

პროექტის ფარგლებში, სენიორ ექსპერტებმა პირველ ეტაპზე საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტურიზმის მიმართულების მასწავლებელთა საჭიროებების კვლევა განახორციელეს, ხოლო მომდევნო ეტაპზე მიზნობრივი ტრენინგები ჩაატარეს როგორც სპეციალობაში, ისე სწავლების მეთოდებში ტურიზმის, სასტუმრო მომსახურების, სერვისის მენჯმენტისა და კულინარიის მასწავლებლებისთვის.

პროექტი, მასწავლებლების საჭიროებების კვლევისა და ტრენინგების გარდა, ითვალისწინებდა ადგილობრივი და გერმანიის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის ხელშეწყობას, რათა სამომავლოდ, გერმანიაში პროფესიული განათლების მასწავლებლების სასწავლო ვიზიტები განხორციელდეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური