GE

გიორგი მაჩაბელი პროფესიული უნარების ტრენინგის მიმდინარეობას მარნეულში გაეცნო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი მარნეულის N5 საჯარო სკოლას ეწვია დაპროფესიული უნარების ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო.ტრენინგს ამჟამად არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები გადიან, ვისაც დაადასტურებული აქვს სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსშიქართული ენის ფლობაა2 დონეზე.

ტრენინგი”სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება” ზოგადი პროფესიული უნარების განვითარებისმიზნით ხორციელდება. ტრენინგს ქვემო ქართლის სკოლებში პარალეურად 100-მდე მასწავლებელი გადის, ხოლო სამცხე-ჯავახეთის არაქართლენოვანი სკოლების ადგილობრვი მასწავლებლებისთვის ტრენინგი უახლოეს დღეებში დაიწყება.

ცენტრის დირექტორიმარნეულის N2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრასაც დაესწრო, შეხვედრას, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები ესწრებოდნენ,  სქემაში შეტანილი ცვლილებები განიხილეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი