“GIPA”-ს გუნდი საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის ფინალურ შეჯიბრზე გაემგზავრება
GIPA-ს გუნდმა კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა Willem C. Vis-ის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესების მეექვსე მოსამზადებელ ეტაპზე.
Willem C. Vis-ის სახელობის, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის საერთაშორისო კომერციულ სამართალსა და კომერციულ არბიტრაჟში ცოდნის გაღრმავება.
შეჯიბრი 1994 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და აერთიანებს სტუდენტებს, წამყვან პრაქტიკოს და მეცნიერ იურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
გუნდი, რომელიც შედგება ანა ბერიძის, ქეთევან არახამიას, ქეთევან ხაზალიასა და სოფიკო შაბურიშვილისგან, მოსამზადებელ ეტაპზე შეხვდა თურქეთის, რუსეთის და გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებს.
უნივერსიტეტის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, “GIPA”-ს გუნდი 2017 წლის აპრილში ვენაში, ფინალურ შეჯიბრზე გაემგზავრება.
- სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ჯიპა კონკურსს აცხადებს by ARIS.GE-განათლება
- ორმაგი ხარისხი და ორი დიპლომი GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებისთვის by საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
- GIPA-ს ტრენინგებისა და კონსტულაციების ცენტრი ევროპის ტრენინგ ორგანიზაციების წევრი გახდა by საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი