GE

GIPA-სა და საქართველოს ნოტარუსთა პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

GIPA-სა და საქართველოს ნოტარუსთა პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა, მაკა იოსელიანმა და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ, ნინო ხოფერიამ მოაწერეს ხელი. თანამშრომლობა სტუდენტების სტაჟირებას და დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ასევე ლექცია-სემინარების ჩატარებას და სტუდენტების იურიდიული ცნობიერების ამაღლებას.

შეხვედრაზე, ნოტარიუსთა პალატის თავმჯომარე სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებსა და ადმინისტრაციას ნოტარიატში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებზე ესაუბრა, მათ შორის სავალდებულო მსახურებაზე სოფლად საზოგადოებრივ ცენტრებში, უმეტესად მთიან რეგიონებში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ იყო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, შეხვედრის ბოლოს კი გაიმათა ხელისმოწერის ცერემონია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური