GE

გოგებაშვილის მეთოდით შედგენილი „დედაენის“ სახელმძღვანელოს შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „პროგრამა დედაენის“ ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შედგენილი პირველი კლასის საგანმანათლებლო რესურსის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

როგორც მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაშია აღნიშნული,  „დედაენის“ ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს 2013 წელს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. 2014 წელს კი განესაღზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის გოგებაშვილისეულ მეთოდის შესანარჩუნებლად მიზანშეწონილია, რომ სასწავლო პროცესში მოხდეს მისი გააქტიურება.

იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შედგენილ საგანმანათლებლო რესურსს შეარჩევს მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისია. შერჩეული საგანმანათლებლო რესურსი საპილოტე რეჟიმით 20 საჯარო სკოლაში შევა.

საკონკურსე პირობების თანახმად, სახელმძღვანელო უნდა შეესაბამებოდეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის გოგებაშვილისეულ მოდელს.

პირველი კლასის სახელმძღვანელო კომპლექტი უნდა შედგებოდეს მოსწავლის წიგნის, მოსწავლის რვეულის და მასწავლებლის წიგნისგან.

სახელმძღვანელო არ უნდა შეიცავდეს  სტერეოტიპულ, არაკორექტულ, დისკრიმინაციულ ან დისკრედიტაციულ ელემენტებს ენის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, სოციალური კუთვნილების და სხვა ნიშნით.

მასწავლებლის წიგნში შესავალ ნაწილში დაწვრილებით უნდა იყოს ჩამოყალიბებული გოგებაშვილისეული მეთოდის არსი და ახსნილი უნდა იყოს მისი უნიკალურობა. ძირითად ნაწილში ახსნილი უნდა იყოს თავის/ნაწილის/განყოფილების დანიშნულება, მათი სწავლების მიზნები და უნდა მოიცავდეს გაკვეთილების სცენარებს.

საკონკურსო მასალის წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 29 აგვისტოსაკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა უნდა იყოს ფერადი ამონაბეჭდის სახით.

იხილეთ ბრძანება

მანიფესტი გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნების მოთხოვნით, – იდეალური წიგნი ჩავანაცვლეთ საშინელებით

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური