GE

გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლაში 3 მოსწავლე და 1 მასწავლებელი კორონავირუსით დაინფიცირდა

კორონავირუსით გორის მუნიციპალიტეტში სამი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაინფიცირდა.

COVID-19 მათ საჯარო სკოლებში სწავლის განახლების შემდეგ დაუდასტურდათ. კორონავირუსი ქვახვრელისა და ფლავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გამოუვლინდათ და კლასები რეკომენდაციის მიხედვით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

რაც შეეხება პედაგოგს, ის გორის მე -12 სკოლის მასწავლებელია და მოსწავლეებს თავის საგანში გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში ჩაუტარებს.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური