GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მორიგი წარმატება

მიმდინარე წლის ივნისიდან გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გამომავალი, იმპაქტ-ფაქტორის მქონე, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ყოველკვარტალური საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „KARADENİZ“ (AN INTERNATIONAL QUARTERLY JOURNAL OF SOCIAL SCIENCES, BLACK SEA) (ISSN: 1308-6200) სარედაქციო კოლეგიის მუდმივ წევრებად აირჩიეს.

Karadeniz Black Sea International Scientific Journal-ი ინდექსირებულია International Scientific Indexing-ში (ISI), სადაც საერთაშორისო ციტირების 2018-2019 წლის ანგარიშის მიხედვით ჟურნალის იმფაქტ-ფაქტორმა შეადგინა 0.934-ს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური