გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მესამე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრა 2022 წლის 11 თებერვალს დისტანციური ფორმით ატარებს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მესამე სამეცნიერო კონფერენციას – „ეკონომიკა და ბიზნესი: გამოწვევები და პერსპექტივები“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
კონფერენციის მიმართულებაა ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება.
კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 04 თებერვლის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე natia7413@gmail.com უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადი მონაცემების (აპლიკაციის) შევსებული ფორმა (აპლიკაციის ფორმა ჩამოტვირთეთ უნივერსიტეტის ვებგვერდიდან);
ბ) სამეცნიერო ნაშრომის თეზისი.
საკონფერენციო სამეცნიერო ნაშრომის თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი მოთხოვნების დაცვით: თეზისი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ ენაზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით; სავალდებულოა Sylfaen შრიფტის გამოყენება; შრიფტის ზომა 11 (გარდა სათაურისა, შრიფტის ზომა სათაურისთვის 12), ინტერვალი 1,5; გვერდის პარამეტრები: დაშორება ზემოდან, ქვემოდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან 2 სმ.; თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 1 ნაბეჭდ გვერდს.
თითოეული ნაშრომის თეზისის შეფასება მოხდება პროგრამული კომიტეტის მიერ და მოწონებული თეზისების ავტორები მოწვეულნი იქნებიან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
-
პროექტის „სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022“ განხორციელება დაიწყო by გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა by გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიმართება by გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი