GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს.

გორის უნივერსიტეტის ახალი რექტორის არჩევნებში ალექსანდრე მღებრიშვილმა გაიმარჯვა. მღებრიშვილმა აკადემიური საბჭოს წევრების ხმების უმრავლესობა მიიღო. საბჭოს წევრებმა გორის უნივერსიტეტის ახალი რექტორი ფარული კენჭისყრის მიხედვით 5 წლის ვადით აირჩიეს.

ცნობისთვის, გორის უნივერსიტეტის რექტორობისთვის სულ ორი კანდიდატი, ისტორიკოსი კახა ტოლიაშვილი და უნივერსიტეტის მოქმედი პრორექტორი, ალექსანდრე მღებრიშვილი იბრძოდა.

ახალმა რექტორმა ამ თანამდებობაზე გიორგი სესიაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც უნივერსიტეტს ორი ვადით, 8 წლია განმავლობაში მართავდა. ამ ეტაპზე ის თანამდებობის გარეშეა, თუმცა უნივერსიტეტში პროფესორად რჩება და სავარაუდოდ, რექტორის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური