GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს გორის მე-2 საჯარო სკოლის მესამეკლასელები სტუმრობდნენ

13 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრები ჰყავდა – გორის მე-2 საჯარო სკოლის მესამეკლასელები.

დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების მე-4 წლის სტუდენტები პედაგოგიურ პრაქტიკას გადიოდნენ მე-2 სკოლაში, კლასის დამრიგებელი ნატალია ტაველიძე. სასწავლო პრაქტიკის სილაბუსი ითვალისწინებს ღონისძიებასაც, რომლის ჩატარება სტუდენტებმა დიანა ბალიაშვილმა, ნაირა მასურაშვილმა და ქეთევან კობალაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაწყვიტეს. მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, პრაქტიკანტ სტუდენტებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და ფაკულტეტის დეკანი დავით ჩოჩიშვილი.

პროექტი ,,თამარ მეფე“, რომელიც მოსწავლეების მონაწილეობით განხორციელდა, ითვალისწინებდა სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს კედლის გაზეთები და კითხვები დაუსვეს უნივერსიტეტის პროფესორებს: მამუკა ჯოლბორდს, დავით ჩოჩიშვილს. სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის შენობა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი